Sunday, March 2, 2014

ტრენინგის მეორე დღე

2 მარტი 2014 წელი
ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების გარჩევით. გავიმეორეთ წინა დღით შესწავლილი მასალა და გადავედით სხვა აქტივობაზე.: ,,პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე".
დავათვალიერეთ ბუკლეტების მზა შაბლონები, გავეცანით პუბლიკაციების მოთხოვნებს. შემდეგ კი ჩვენც შევქმენით ბუკლეტები.გავაფორმეთ, შევურჩიეთ დიზაინი, ჩავსვით სურათები, ვისწავლეთ  პუბლიკაციების ბლოგზე ატვირთვა.
ვფიქრობ, პრაქტიკულ სამუშაოს თავი კარგად გავართვი.


  

Saturday, March 1, 2014

ტრენინგის პირველი დღე

     ტრენინგის პირველი დღე  დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. რტენინგის მონაწილეებს წარვუდგინეთ ჩვენი თავი (რომელი სკოლიდან ვართ, რას ვასწავლით, რა მიზნით მოვედით კურსის შესასწავლად).
       ტრენერმა, ქალბატონმა ქეთი ცერაძემ,  გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზნები. განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, მივიღეთ ინფორმაცია XXI საუკუნის უნარ-ჩვევების, პროექტის მახასიათებლის, ჩეკლისტის შესახებ. გადავხედეთ პროექტების გეგმებს. შევქმენით ბლოგები. 
     ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო.