Wednesday, March 26, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

   
      გავიარე ტენინგი: ,,ინტელის სასწავლო კურსი". ჩემი აზრით, ყველა პედაგოგმა უნდა გაიაროს ეს კურსი, რათა გონივრულად და სრულყოფილად დაგეგმოს სასწავლო პროექტი.ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სისტემატურად.  ყოველი დღე ნაყოფიერი,  შრომატევადი და საინტერესო იყო.
     დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, გადავხედეთ პორტფოლიოს. შევისწავლეთ პიკასა ალბომის შექმნა. საინტერესო იყო მოკლე პრეზენტაციები. შევაჯამეთ პროექტი, მოვისმინეთ მეგობრული რჩევები, ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე.
ტრენერმა, ქალბატონმა ქეთევან ცერაძემ გადმოგვცა სერტიფიკატები.
     არ შემიძლია არ აღვნიშნო ტრენერის, ქალბატონ ქეთევან ცერაძის გულისხმიერება, მოთმენის უნარი და მონდომება. სიამოვნებით მოვისმენდი მის მიერ ჩატარებულ სხვა ტრენინგებსაც. ვუსურვებ მას წარმატებას პირად  და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Sunday, March 23, 2014

მერვე დღე

       
           გამეორება ცოდნის დედააო, ამბობენ, ნამდვილად ასეა, გავიმეორეთ წინა დღის შესწავლილი მასალა. შევქმენით ფასილატაციის რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს, შევიტანეთ შესწორებები. ავტვირთეთ და მივაბით ძირითად ბლოგზე.
         ვფიქრობ, დრევანდელი დღე ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო. 

Saturday, March 22, 2014

მეშვიდე დღე

        დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა.
 გავეცანით თუ რა ტიპის მასალა უნდა მივცეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, როგორ უნდა ჩავრთოთ ისინი პროექტში ისე, რომ თავი იგრძნონ ჯგუფის სრულუფლებისნ წევრად.
         პროექტის გეგმაში ჩავწერეთ სასწავლო პროცედურები, რომლების გათვლილია პროექტის ვადების მიხედვით.
    ვისწავლეთ გაჯეტებში გვერდების შექმნა, მათი გამოჩენა-დამალვა.
შევქმენით ფოტო გალერეა, გვერდების გადაადგილება, გვერდებზე სხვა საიტების მიბმა.

Sunday, March 16, 2014

მეექვსე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. შევქმენით მოსწავლის ნიმუშის-პეზენტაცია, განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამის ინსტრუმენტები. ვიმუშავეთ სლაიდებზე.
შევისწავლეთ საატის, კალენდარის და სხვ. ჩასმა. კომენტარების ჩაწერა ბლოგერების გვერდზე.
დღევანდელი მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები.

Saturday, March 15, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

             დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა: ბლოგის დიზაინის შერჩევა-შეცვლა; სათაურის შეცვლა; შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
         დავათვალიერეთ საავტორო უფლებების შაბლონები. გავითავისეთ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა. შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი. განვიხილეთ ბლოგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები. ასევე შევისწავლეთ gadget-ის ჩასმა, მისი გადაადგილება, მასში სურათის ჩასმა, რედაქტირება, გამოკითხვის  gadget-ისა  და ემბედ კოდის გაჯეტის შექმნა.
            საინტერესო ტრენინგი იყო. მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. ვფიქრობ, ყველაფერი ამის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე სკოლაში მუშაობა.

Sunday, March 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე


  • დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
  •  შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
  •  დროში გაზერილი შეფასების გეგმის შედგენა. 
  • პორტფოლიოს პრეზენტაცია.
  •  ბოლოს კი რეფლექსია.
        დღემ საინტერესოდ ჩაიარა

Saturday, March 8, 2014

მესამე დღე

დღე დავიწყეთ წინა ტრენინდებზე შესწავლილი მასალის გამეორებით.
დღეს შევისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. სტანდარტის დადგენა.  პროექტის მიზნის განსაზღვრა.  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და რეფლექსია ბლოგზე.